Jump to content

სამართლებრივი:ფონდ ვიკიმედიის საკონტაქტო ინფორმაცია სამართლებრივ და უსაფრთხოების საკითხებზე

From Wikimedia Foundation Governance Wiki
This page is a translated version of the page Legal:Wikimedia Foundation Legal and Safety Contact Information and the translation is 91% complete.
Shortcut:
Legal:LSC

ამ საიტს და ვიკიმედიის სხვა პროექტებს მართავს Wikimedia Foundation, Inc. — აშშ-ის 501(c)(3) კატეგორიის არაკომერციული ფილანთროპიული ორგანიზაცია, რომლის მიზანია უფასო, მრავალენოვანი კონტენტის ზრდის, განვითარებისა და გავრცელების ხელშეწყობა, ასევე — ვიკი-პრინციპზე დაფუძნებული ამ პროექტების სრული შინაარსის უფასოდ მიწოდება საზოგადოებისთვის. „ფონდი ვიკიმედია“ რეგისტრირებულია ფლორიდაში (იურიდიული პირის კოდი: N03000005323), ხოლო მისი სათავო ოფისი სან-ფრანცისკოში (კალიფორნია) მდებარეობს.

სამართლებრივი საკითხები

„ფონდ ვიკიმედიის“ სამართლებრივ დეპარტამენტთან დაკავშირება გჭირდებათ? (მათ შორის, ამბის გადაცემა რაღაც ისეთის შესახებ, რაც თქვენი აზრით არაკანონიერია) მოცემული სახელმძღვანელო თქვენთვისაა.

მნიშვნელოვანი შენიშნვები

„ფონდ ვიკიმედიის“ როლის გაგება

„ფონდი ვიკიმედია“ მართავს სერვერებს და უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას ისეთი ვებსაიტებისთვის, როგორიცაა ვიკიპედია და ვიკიმედიის სხვა პროექტები. თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ფონდი ვიკიმედია ზოგადად:

  • არ ქმნის, არედაქტირებს ან მართავს კონტენტს ამ საიტებზე.
  • არ აკონტროლებს ან პირდაპირ ზედამხედველობს საიტის მომხმარებელთა (მათ შორის ისეთი ჯგუფის, როგორიცაა ადმინისტრატორები).
  • არ ადგენს და არ უზრუნველყოფს პროექტების სარედაქციო პოლიტიკის აღსრულებას.

ყველა ამ აქტივობას ახორციელებს მომხმარებელთა საზოგადოება — ფართო საზოგადოება, რომელიც მონაწილეობს ვიკიმედიის პროექტების შექმნასა და შენარჩუნებაში.

„ფონდი ვიკიმედია“ პასუხისმგებლობას არ იღებს საზოგადოების ამ წევრების ქმედებებზე. იშვიათ შემთხვევებში, როცა ვინმე ოფიციალურად მოქმედებს ფონდის ან ჩვენ მიერ მართული საიტების სახელით, ეს მკაფიო უნდა იყოს. მათი ანგარიშების სახელებს აქვთ დაბოლოება "WMF", "(WMF)" ან "WMFOffice".


როგორ მოვაგვაროთ კონტენტთან დაკავშირებული საკითხები

უმეტესი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია პირდაპირ მომხმარებელთა საზოგადოებასთან.

მაგალითად, ვიკიპედიაში საზოგადოება წყვეტს სტატიის ხელახლა დაწერის საკითხს, თუკი ის არასაკმარისად „ნეიტრალური“ ან „ენციკლოპედიურია“ — მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ, „ფონდმა ვიკიმედიამ“ კონტენტი შეიძლება მხოლოდ მკაცრი სამართლებრივი საფუძვლებით წაშალოს.

შესაბამისად, მომხმარებელთა საზოგადოება თქვენთვის გაცილებით მეტს გააკეთებს, ვიდრე ფონდი ვიკიმედია. ამიტომ, მკაცრად გირჩევთ, ნებისმიერი საკითხი, რომელიც გაღელვებთ, ჯერ საზოგადოებასთან განიხილოთ. შესაბამისი რეკომენდაციები ქვემოთაა მოცემული.

როგორც წესი, საზოგადოებასთან ან „ფონდ ვიკიმედიასთან“ სასაუბროდ ადვოკატი არ გჭირდებათ.


როგორ დავეკონტაქტოთ საზოგადოებას

თქვენი მოსაზრებების შესახებ შეგიძლიათ შესაბამისი პროექტის განხილვის გვერდებზე დატოვოთ შეტყობინება. როგორც წესი, ამ გვერდებზე დასაწერად რეგისტრაცია არ გჭირდებათ — უბრალოდ დააჭირეთ „რედაქტირებას“ ან „თემის დამატებას“ შესაბამის გვერდზე. ზოგიერთ პროექტს დამატებითი, სპეციალური ფუნქციონალი აქვს, რომელიც კონტენტის შესახებ საჩივრის გაკეთებაში დაგეხმარებათ. მაგალითად:

თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ ან სად უნდა გააკეთოთ ეს, ან თუ გირჩევნიათ, საკითხი ელექტრონული ფოსტით განიხილოთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მოხალისე მოპასუხეთა ჯგუფს მისამართზე info@wikimedia.org. ასევე არსებობს კონკრეტული VRT მისამართები გარკვეულ ენებზე და ვიკიმედიის პროექტებში მათი ნახვა აქ შეგიძლიათ. შენიშნვა: ეს საკონტაქტო პირები წარმოადგენენ მომხმარებელთა საზოგადოებას. VRT-ზე დაკავშირება არ არის „ფონდ ვიკიმედიასთან“ დაკავშირების გზა. დიდი ალბათობით, ფონდ ვიკიმედიას არ ეცოდინება, რომ თქვენ VRT მისამართზე რაიმე წერილი გაგზავნეთ.

მომხმარებელთა საზოგადოებასთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ მოთმინება, პატივისცემა და თანამშრომლობის სურვილი. მომხმარებლები საზოგადოების ნაწილი არიან და ისინი არ მოითმენენ შევიწროებას ან სამართლებრივ მუქარას.


როგორ დავუკავშირდეთ „ფონდ ვიკიმედიას“

თუ უკვე სცადეთ თქვენი პრობლემის საზოგადოების მეშვეობით მოგვარება მაგრამ კვლავ გჭირდებათ ოფიციალური დახმარება, შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ ფონდ ვიკიმედიას.

მეილი უნდა გაგზავნოთ მისამართზე legal@wikimedia.org.

ფონდ ვიკიმედიის რეგისტრირებულ მისამართს ამ ბმულზე ნახავთ. თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იურიდიული ხასიათის წერილობითი კორესპონდენცია მხოლოდ შემდეგ მისამართზე უნდა გამოგზავნოთ: Wikimedia Foundation c/o CT Corporation System, 330 North Brand Boulevard, Glendale, California 91203-2336, USA

უპირატესობა ენიჭება ელექტრონულ ფოსტას. გთხოვთ, ელექტრონული დოკუმენტები გამოგზავნოთ მანქანურად წაკითხვად ფორმატში.

თუ გჭირდებათ ინფორმაცია საიტის კონკრეტული მომხმარებლის შესახებ, გთხოვთ, გაეცნოთ ფონდ ვიკიმედიის პროცედურებსა და სახელმძღვანელო მითითებებს მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე.

ევროკავშირში მყოფი პირებისთვის დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.


ადგილობრივი ვიკიმედიური ჯგუფების შესახებ

მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, ვიკიმედიის პროექტების მხარდამჭერებს შექმნილი აქვთ ადგილობრივი ჩაპტერები, მომხმარებელთა ჯგუფები ან „მოძრაობის აფილიაციები“. ისინი „ფონდ ვიკიმედიისგან“ დამოუკიდებელია. ისინი არ წარმოადგენენ ფონდ ვიკიმედიას და არ არიან პასუხისმგებელი ვიკიმედიის პროექტების ოპერირებაზე. გთხოვთ, ამ ადგილობრივ ჯგუფებს იურიდიული ან ოფიციალური ხასიათის კორესპონდენცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუგზავნოთ, თუ თქვენი საკითხი მათ საქმიანობას ეხება. ვიკიმედიის პროექტებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მათ ოფიციალურად არ უნდა დაუკავშირდეთ.

უსაფრთხოება

თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეკითხვა ან შეშფოთება გაქვთ, დახმარებისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ სპეციალურად გამოყოფილ ელფოსტის მისამართებზე, კვირაში 7 დღე, დღე-ღამის განმავლობაში:

  • ფიზიკური ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხეები: emergency@wikimedia.org
  • ზოგადი შეკითხვები ნდობისა და უსაფრთხოების შესახებ და შეტყობინებები ბოროტად გამოყენების თაობაზე: ca@wikimedia.org
  • ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხების შეფასება: legal-reports@wikimedia.org

დაცულობა

ამ ვებსაიტთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების პრობლემის შესატყობინებლად, მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე security@wikimedia.org ან გამოიყენეთ უსაფრთხოების პრობლემის შეტყობინების ფორმა Phabricator-ზე. იხილეთ შეცდომების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქცია.

If your own account has been compromised, see the account recovery guidance.

Questions for the Wikimedia Foundation

Do you have a general question for the Wikimedia Foundation? Get in touch with our team by emailing answers@wikimedia.org.