ეს არის ადამიანის მიერ წასაკითხად მომზადებული გამოყენების პირობების შეჯამება.
უარი პასუხისმგებლობაზე: ეს რეზიუმე არ არის გამოყენების პირობების ნაწილი და არ წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს. აღნიშნული, უბრალოდ, მოსახერხებელი მითითებაა სრული ტერმინების
გასაგებად. იფიქრეთ მასზე, როგორც გამოყენების პირობების იურიდიულ ენის ინტერფეისზე, რომელიც მარტივად გასაგებია მომხმარებლისათვის.
ჩვენი მისიის ნაწილია:
ადამიანების გაძლიერება და ჩართვა მთელს მსოფლიოდან რათა მათ შეაგროვონ და განავითარონ საგანმანათლებლო შინაარსი და გამოაქვეყნონ ის ან უფასო ლიცენზიის ან საზოგადოებრივი დომენის ქვეშ.
უფასოდ გაავრცელონ ეს შინაარსი - ეფექტურად და გლობალურად.
თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ:
უფასოდ წაიკითხოთ და დაბეჭდოთ ჩვენი სტატიები და სხვა მედია საშუალებები.
უფასო და ღია ლიცენზიებით გააზიაროთ და ხელახლა გამოიყენოთ ჩვენი სტატიები და სხვა მედია საშუალებები.
შეიტანოთ წვლილი და შეცვალოთ ჩვენი სხვადასხვა საიტები და პროექტები.
შემდეგი პირობებით:
პასუხისმგებლობა — თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას თქვენს შესწორებებზე (რადგან ჩვენ მხოლოდ თქვენს შინაარსს ვმასპინძლობთ).
თავაზიანობა — თქვენ მხარს უჭერთ სამოქალაქო გარემოს და არ ავიწროებთ სხვა მომხმარებლებს.
კანონიერი ქცევა — თქვენ არ არღვევთ საავტორო უფლებებს ან სხვა კანონებს.
არანაირი ზიანი — თქვენ არ აზიანებთ ჩვენს ტექნოლოგიურ ინფრასტრუქუტრას.
მოხმარების პირობები და პოლიტიკა — თქვენ იცავთ ქვემოთ მოცემულ გამოყენების პირობებს და საზოგადოების მოქმედ პოლიტიკას, როდესაც ეწვევით ჩვენს საიტებს ან მონაწილეობთ ჩვენთან აფილირებულ საკითხებში.
იმ გაგებით, რომ:
თქვენ თავისუფლად ალიცენზირებთ საკუთარ კონტრიბუციას და რედაქტირებას — პროექტებზე თავისუფალი და ღია ლიცენზიით (თუ თქვენი წვლილი არ არის საჯარო დომენში).
არა პროფესიული რჩევა — სტატიებისა და სხვა პროექტების შინაარსი მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვისაა და არ წარმოადგენს პროფესიულ რჩევას.